სიახლეები

მთავარი / სიახლეები / მაგნიტურ-ვაკუუმური რეფლექსოთერაპი

მაგნიტურ-ვაკუუმური რეფლექსოთერაპი

2010-09-03 13:16:00 განთავსებულია ადმინსტრატორის მიერ
მაგნიტურ-ვაკუუმური რეფლექსოთერაპია

მაგნიტურ-ვაკუუმური რეფლექსოთერაპია (მავრ)                     

 მავრ-ის კომპლექტით მკურნალობის მეთოდი არის რეფლექსოთერაპია, რომლის საფუძვლებიც დაყრდნობილია ბიოენერგეტიკაზე.

აკუპუნქტურის წერტილებზე ზემოქმედების დროს, რომლებიც დაკავშირებულია სხვდასხვა ორგანოებზე და სისტემებზე, ხდება ორგანიზმში ენერგეტიკული წონასწორობის აღდგენა. რეფლექსოთერაპიას პრაქტიკულად არ გააჩნია უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები.  „მაგნიტო-ვაკუუმური კომბინირებული ნემსებით“ ზემოქმედების უახლესი მეთოდი საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოდ ცხოვრების ხარისხი და განვკურნოთ მრავალი დაავადება. ეს ძალიან მარტივი, უსაფრთხო და ეფექტურია.

პოზიტიური თერაპიული შედეგის მიღებას უზრუნველყოფს 3 ფიზიკური ფაქტორის კომბინაცია:

-         სამკურნალო ნემსები;

-         სხვადასხვა პოლუსიანი მაგნიტური ველი;

-         უარყოფითი ბარომეტრიული წნევა. 

მაგნიტური ნემსები გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

-         საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა: კისრის მალების დაავადებები; წელის მალების დაავადებები (წელის მალების ჰიპერპლაზია, გამოწეული მალთაშორისი დისკები, დაღლილი წელის კუნთები), მხრის სახსრების ტკივილი, რევმატიზმი;

-         სისხლის მიმოქცევის სისტემა: ჰიპერტონია, ჰიპოტონია, გულის დაავადებები;

-         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა: სიმსუქნე, კახექსია;

-         შინაგანი სეკრეციის ორგანოები: დიაბეტი, თირკმლისზედა ჯირკვლის უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია;

-         საჭმლის მომნელებელი სისტემა: გასტრიტი, კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრალგია (საჭმლის მონელების დარღვევა), გასტროპტოზი, შეკრულობა, ჰეპატიტი, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება;

-         ნერვული სისტემა: დამბლა, თავის ტკივილი, უძილობა, სამწვერა ნერვის ანთება, საჯდომი ნერვის ნევრალგია, დამბლა ბავშვებში;

-         უროლოგიური და რეპროდუქციული სისტემა: პროსტატიტი, იმპოტენცია, პროსპერმია, ხშირი შარდვა, ქრონიკული ნეფრიტი, თირკმლის კენჭები;

-         გინეკოლოგიური დაავადებები: დისმენორეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მასტოპათია;

-         სასუნთქი სისტემა: ბრონქიტი, ასთმა, ჩვეულებრივი გაციება, ხველა, პნევმონია, ალერგია;

-         სხვა ორგანოების და სისტემების დაავადებები: თვალის დაავადებები, ხმაური ყურებში, ჰაიმორიტი, კბილის ტკივილი.

სოციალური ქსელები