სიახლეები

მთავარი / სიახლეები / სტუპინის კონსუტაციები

სტუპინის კონსუტაციები

2010-09-06 12:05:00 განთავსებულია ადმინსტრატორის მიერ
სტუპინის კონსუტაციები

25 -28 სექტემბერს კლინიკა „ხერხემალში“ ჩაატარა კონსულტაციები ვერტებრონევროლოგმა მოსკოვიდან, მედიცინის დოქტორმა ფიოდორ სტუპინმა. მუშაობის გრაფიკი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა, რადგან გარდა წინასწარ ჩაწერილი პირველადი პაციენტებისა მან გასინჯა აგრეთვე პაციენტები, რომლებიც გადიოდნენ მკურნალობას კლინიკაში.  სტუპინს ამ დარგში მდიდარი გამოცდილება გააჩნია და აქედან გამომდინარე ამგვარი მონაწილეობის მიღება ჩვენი კლინიკის ექიმების მუშაობაში და გამოცდილების გაზიარება საკმაოდ სასარგებლო იყო ორივე მხარისთვის.სტუპინმა ჩაუტარა რამოდენიმე პრაქტიკული მეცადინეობა მანუალურ თერაპიაში ჩვენი კლინიკის სპეციალისტებს. აგრეთვე წარუდგინა ექიმებს ლოკალური საინექციო თერაპიის სქემები და ფიზიოთერაპიის რეცეპტები, რომლებსაც წარმატებით იყენებს თავის კლინიკებში. ჩვენი კლინიკის სპეციალისტებმა, თავის მხრივ, გააცნეს კოლეგას ფიზიოთერაპიის მეთოდიკები ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების გამოყენებით. და ბოლოს ფ. სტუპინმა ჩაატარა თეორიული სალექციო მეცადინეობა თემაზე „ზურგის ტკივილი - კონსერვატიული მკურნალობის მეთოდები“.

 

 

სოციალური ქსელები