სიახლეები

მთავარი / სიახლეები / ახალი წიგნი „მალთაშორისი დისკის თიაქარი“

ახალი წიგნი „მალთაშორისი დისკის თიაქარი“

2011-09-09 12:00:00 განთავსებულია ადმინსტრატორის მიერ

ახალი წიგნი„მალთაშორისი დისკის თიაქარი“

კლინიკა „ხერხემალმა“ გამოსცა წიგნი „მალთაშორისი დისკის თიაქარი“, რომელიც წარმოადგენს რეკომენდაციებს როგორც პაციენტებისათვის, ასევე სტუდენტებისა და ექიმებისათვის. ამ წიგნის, რეკომენდაციების სახით, დაწერის იდეა გაუჩნდა კლინიკა „ხერხემალი“-ს კურატორს ფ. სტუპინს. თბილისში კონსულტაციების ჩატარებისას იგი არაერთხელ დარწმუნდა, რომ პაციენტებს, რომელთაც ჩაუტარდათ მალთაშორისი დისკის თიაქრის ოპერაცია და ასევე მათ, ვისაც აწუხებთ ზურგის ტკივილი ესაჭიროებათ გარკვეული ტრენინგი. წიგნში აღწერილი რეკომენდაციები დაეხმარება პაციენტებს რათა მათ გაიხანგრძლივონ რემისიის პერიოდი და თავი აარიდონ ახალ გამწვავებებს.

ფ. სტუპინის მიერ შემოთავაზებული იქნა წიგნის კონცეფცია, რომელიც ეფუძნება მის მდიდარ გამოცდილებას. კლინიკა „ხერხემალი“-ს ექიმებმა ენთუზიაზმით აიტაცეს შემოთავაზებული იდეა და ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოიცა ეს წიგნი.

სოციალური ქსელები