ბიოპუნქტურა

ბიოპუნქტურა

ბიოპუნქტურა არის ჰომეოპათიური პრეპარატების (ცელ-ტ, დისკუს კომპოზიტუმი, ტრაუმელი და სხვ.) შეყვანა ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებში. პრეპარატის შეყვანა ხდება ინექციის სახით სპეციალურ წერტილებში ხერხემლის გასწვრივ დისკებისთვის პრობლემურ ზონებში.

 -  პტაქტიკულად უმტკივნეულო მეთოდია, რადგან გამოიყენება ძალიან წვრილი და მოკლე კოსმეტიკური ნემსები

 - ჰომეოპათიური პრეპარატები წარმოადგენენ მცენაეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებებს მაღალი განზავებებით, რომლებიც სპეციალურადაა შერჩეული ხერხემლისა და სახსრების მკურნალობისთვის.

 ეს პროცედურა ხელს უწყობს რეგენერაციულ პროცესებს ხერხემლის მახლობლად მყოფ ქსოვილებში (სახსრებში, მყესებში, კუნთებში და ა.შ.).

საუკეთესო ეფექტურობას ბიოპუნქტურა აღწევს სხვა მეთოდებთან კომპლექსში გამოენების დროს.

ბიოპუნქტურის დროს გამოყენებული პრეპარატების სამკურნალო ეფექტი:

 - ტკივილგამაყუჩებელი

 - ანთების საწინააღმდეგო

 - ანტიოქსიდაციური (შეშუპების საწინააღმდეგო)

 - სპაზმოლიტიური

 - სედატიური (დამამშვიდებელი)

 - მარეგენერირებელი (აღმდგენი)

ბიოპუნქტურა გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

 - საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი და დეგენერაციული პროცესები

 - ოსტეოქონდროზი

 - ართრიტი და ართროზი

 - მიალგიები და მიოზიტები (კუნთების ქრონიკული ტკივილი)