ზოგადი

აუტოგრავიტაციული ტახტი

დაახლოებით 20 წლის წინ მედიცინაში შეიქმნა ახალი მიმართულება , რომელმაც აუტოგრავიტაციული თერაპიის სახელწოდება მიიღო, ანუ თერაპია ადამიანის სხეულის საკუთარი წონის გამოყენებით. ამ მიმართულების ყველაზე ცნობილი დანადგარია ხერხემლის მშრალი ჩონჩხოვანი დაჭიმვის აუტოგრავიტაციული ტახტი.

      ტრაქციული თერაპიის სხვა მეთოდებისაგან აღნიშნული ტახტი  პრინციპულად განსხვავდება ორი პარამეტრით: სრული უვნებლობა და ხერხემლის ყველა ნაწილის თანაბარი დაჭიმვის უნიკალური შესაძლებლობა. კვლევებით დადგენილია, რომ ხერხემლის დაგრძელების და განტვირთვის შედეგად მალთაშორის დისკებს სითხის რეაბსორბციის და საკუთარი სტრუქტურის აღდგენის  უნარი გააჩნიათ.

    აუტოგრავიტაციული დაჭიმვა პროფილაქტიკის მიზნით მიზანშეწონილია, თუ:

·      კომპიუტერთან  ყოველდღიურად 2 სთ-ზე მეტს ატარებთ  (გართულებული ოსტეოქონდროზის განვითარების მაღალი რისკი)

·         საჭესთან ყოველდღიურად2 სთ-ზე მეტს ატარებთ

·         პროფესიონალი სპორტსმენი ხართ

·         მუდმივად ვარჯიშობთ ძალისმიერ ტრენაჟორებზე

·         პროფესიიდან გამომდინარე იძულებული ხართ გარკვეული სტატიკური  პოზა შეინარჩუნოთ ( მაგ., მოცეკვავე,  მასწავლებელი,  პიანისტი, შემდუღებელი და ა.შ.)

·         ცხოვრების წესიდან გამომდინარე განიცდით მოძრაობის დეფიციტს

      აუტოგრავიტაციული დაჭიმვა სამკურნალო მიზნით მიზანშეწონილია, თუ:

·         გაქვთ ხერხემლის ოსტეოქონდროზი

·         გაქვთ  ხერხემლის გამრუდება

·         გაქვთ სპონდილოზი ან სპონდილოლისთეზი

·         გაქვთ გადატანილი ოპერაცია ხერხემალზე და საჭიროებთ რეაბილიტაციის კურს.