სქოლიოზი

სქოლიოზი

Лечение сколиозаსქოლიოზი  

ხერხემლის ფრონტალური გამრუდება ანუ სქოლიოზი არის ძალიან გავრცელებული დაავადება.

სამწუხაროდ ხშირად სქოლიოზი შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რადგან არაა ძალიან გამოხატული და ამიტომ გვიან ხდება მისი გამოვლინება. რაც უფრო ახალგაზრდა ასაკთან გვაქვ საქმე, მით უფრო ხშირია სკოლიოზები. სკოლის ასაკის ბავშვებში სკოლიოზები გვხვდება თითქმის 100% შემთხვევაში.

როდესაც ხდება ხერხემლის გადახრა ვერტიკალური ღერძიდან,  ირღვევა თანაბარი დატვირთვა და სახსრები ერთი მხრიდან გაცილებით მეტად იტვირთება, ვიდრე მეორე მხრიდან. მალთაშორის დისკზე დატვირთვა ხდება არა ვერტიკალურად, არამედ გარკვეული კუთხით რაც შემდგომში იწვევს  მათ დაზიანებას.

ხერხემლის გამრუდების შედეგად ზურგის კუნთების დაჭიმულობა არათანაბარია. ერთ მხარეს ისინი გაწელილია, მეორე მხარეს კი დაჭიმული  (სპასტიკური). ხერხემლის დატვირთვის დროს ძირითადი დაძაბვა მოდის დაჭიმულ კუნთებზე. დროთა განმავლობაში კუნთების შეკუმშვა იზრდება, რაც იწვევს თავად გამრუდების მომატებას.

თუ მოზარდი, რომელსაც სქოლიოზი აქვს, იწყებს ათლეტურ ვარჯიშს ტრენაჟორებზე, იგი სიმეტრიულად ტვირთავს ზურგის კუნთებს. მაგრამ ამ დატვირთვის გადანაწილება თვითონ კუნთებზე არ იქნება სიმეტრიული. როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, ძირითდ დატვირთვას აიღებენ დაჭიმული კუნთები. ამის შედეგად მივიღებთ სქოლიოზის გაძლიერებას და ხერხემლის შემდგომ დაზიანებას.  ეს ეხება ფიტნესს, აერობიკას და სხვ.

 

მაშასადამე, სქოლიოზი ძირითადად „კუნთოვანი“ დაავადებაა, რადგან მისი პროგრესირებაც და მისი გამოსწორებაც დაკავშირებულია კუნთების მდგომარეობასთან.

 

დროთა განმავლობაში ხერხემალში იწყება პროცესი, რომელსაც ორთოპედიაში „დეგენერაციულ-დისტროფიულ ცვლილებებს“ უწოდებენ, ანუ აღინიშნება ხერხემლის მალთაშორისი სახსრებისა (სპონდილოართროზი) და დისკების (ქონდროზი, ოსტეოქონდროზი) პროგრესირებადი დაზიანება.

როცა ხერხემლის გამრუდებაზე ვლაპარაკობთ, იგულისხმება არა ერთი ნაწილი, არამედ მთელი ხერხემალი. ხერხემლის ნებისმიერი გადახრა ვერტიკალური ღერძიდან ტალღისებურად გადაეცემა ზემოთ და ქვემოთ მთელ ხერხემალზე.

ხერხემლის ვერტიკალური დგომა განაპირობებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ნორმალურ მდგომარეობას. ყვლეფერი, რაც ადამიანის ორგანიზმს წარმოადგენს (გული, ფილტვები, თირკმელები და ა.შ.), იმყოფება „დაკიდულ“ მდგომარეობაში ხერხემლის ღერძის მიმართ და არის მის მიმართ „სასწორივით“ გათანაბრებული. ხერხემლის გამრუდების დროს ხდება „სასწორის“ ბალანსის დარღვევა, რაც იწვევს ორგანიზმის სისტემების ნორმალური ფუნქციების დაზიანებას.

იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ სქოლიოზის ნეგატიურ გამოვლინებებს, საჭიროა დროზე მივიღოთ სათანადო ზომები და მაშინ შეიძლება საერთოდ განვკურნოთ იგი ან გადავიყვანოთ „კეთილთვისებიან“ ფორმაში, რომელიც არ ვნებს ჯანმრთელობას.