ოსტეოქონდროზი

ოსტეოქონდროზი

ოსტეოქონდროზი

ხერხემლის ოსტეოქონდროზი ეს არის დაავადება, რომელიც ხასიათდება მალთაშორისი დისკების ხრტილი  დეგენერაციული პროცესების და მიმდებარე ქსოვილებში რეაქტიული ცვლილებების  განვითარებით.

ხერხემლის ოსტეოქონდროზი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. იგი აღენიშნება ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს.

 

ოსტეოქონდროზის განვითარების რისკ ფაქტორები საყოველთაოდ არის ცნობილი. მათ მიეკუთვნება:

 -         ხერხემლის განვითარების ანომალიები

-         ხანგრძლივი ფიზიკური დაძაბულობა

-         სიმსუქნე

-         თამბაქოს მოხმარება

-         ჰიპოდინამია

-         ვიბრაციის ზემოქმედება (მაგ., ავტოტრანსპორტის  მართვისას)

ოსტეოქონდროზის შედეგად ხდება შემდეგი ცვლილებები:

 -         მალთაშორისი დისკების ელასტიურობის და სისქის შემცირება

-         მალებზე წანაზარდების (ოსტეოფიტების) წარმოქმნა

-         ხდება ვერტებრალური ხვრელების შევიწროვება

ყოველივე ეს იწვევს კუნთების მომატებულ დატვირთვას სხეულის მოძრაობის დროს. სხეულის დახრისას ჩნდება ნერვის ტრავმირების საშიშროება. ამის გარდა ხდება ზურგის კუნთების პერიოდული გადატვირთვა, რაც იწვევს მათ ტკივილს. დეგენერაციული ცვლილებები იწყება 30 წლის ასაკიდან. დეგენერაციის ტიპი და გართულებების რისკი დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრების წესზე, შრომის და დასვენების ხასიათზე,  აგრეთვე პროფილაქტიკისათვის გამიზნული მეთოდების გამოყენებაზე.