ვარჯიში კარიპაზიმით მკურნალობისას

ვარჯიში კარიპაზიმით მკურნალობისას

 

                                   ვარჯიში კარიპაზიმით მკურნალობისას

კარიპაზიმის კურსის ჩატარების დროს, პროფესორ ვ. ლ. ნაიდინის მიერ რეკომენდებულია ჩატარებული იქნას სპეციალური სარეაბილიტაციო ვარჯიშები ხერხემლისა და ზურგის კუნთების გასამაგრებლად:
1. საწყისი დგომი - ვწევართ ზურგზე, ხელები გაშლილი გვერდებზე. ავწიოთ მუხლში გამართული მარჯვენა ფეხი ზემოთ, მოვხაროთ მუხლში და ნელა დავდოთ მარცხნივ იატაკზე მოხრილ მდგომარეობაში. მხრებს არ ვწევთ. ამ მდგომარეობაში მოვდუნდეთ რამოდენიმე წამით. იგივე გავაკეთოთ მარცხენა ფეხით.
2. საწყისი დგომი - ვწევართ ზურგზე, ხელები ტანის გასწვრივ, მხრებზე და ქუსლებზე დაყრდნობით ავწიოთ ზემოთ გავა, გავჩერდეთ ამ მდგომარეობაში 5-10 წამით. გავიმეოროთ 6-8 ჯერ.
3. საწყისი დგომი - ვწევართ ზურგზე, მარჯვენა ფეხი მოხრილია მუხლში, ვწევთ გავას და მარცხენა გამართულ ფეხს იატაკის პარალელურად, შემდეგ ნელა გადაგვაქვს მარცხნივ მუხლის ზემოთ ამობრუნებით. ვაბრუნებთ ნელა მარჯვენა ფეხთან საწყის დგომში.
4. საწყისი დგომი - ვწევართ მუცელზე, ხელები გვიდევს თავს ზემოთ და გვიჭირავს ტვირთი. ავწიოთ ტანი, ხელები და ფეხები, შევჩერდეთ 4 წამი, მოვდუნდეთ. გავიმეოროთ 8-10 ჯერ.
5. საწყისი დგომი - ვწევართ მუცელზე, ხელები გვიდევს თავს ზემოთ და გვიჭირავს ტვირთი, ავწიოთ ტანი და მარჯვენა ხელი ტვირთით, გადავიტანოთ წინ, მოვდუნდეთ. იგივე გავაკეთოთ მარცხენა ხელით. გავიმეოროთ 6-8 ჯერ.