იოგათერაპია

იოგათერაპია

იოგათერაპია

 

იოგათერაპია საჭიროა ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ესაა ჯანმრთელობის აღდგენის სისტემა. იოგაში ჯანმრთელობა ნიშნავს სხეულის, აზროვნების და სულის ჰარმონიას. სხეული თქვენი ტაძარია. ფიზიკური ვარჯიში გარდაქმნის თქვენ სხეულს სულის საუკეთესო სამყოფელად.

იოგა შეიქმნა ინდურ ნაციონალურ კულტურაში. იქ ყველგან შეხვდებით იოგას. იოგას კურსი ინდოეთში არის შეტანილი აგრეთვე სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების პროგრამაში. დღეს მსოფლიოში უამრავი იოგა-ცენტრებია შექმნილი. იოგას ვარჯიშობენ სტინგი, ორლანო, ჯენიფერ ენისტონი, ალეკ ბოლდუინი, მადონა. იოგა ამჟამად დასავლეთ ქვეყნებში უფრო აინტერესებთ ვიდრე ინდოეთში.

აქტიურად გამოიყენება იოგა ასანების (ვარჯიშების) კომპლექსი ხერხემლის პრობლემების პროფილაქტიკისათვის და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემაში არსებული პრობლემების შესამსუბუქებლად. ვარჯიშის შერჩევა ხდება იმ პრობლემების გათვალისწინებით, რომლებიც არის დაკავშირებული სქოლიოზთან, ხერხემლის სეგმენტების არასტაბილურობასთან, ოსტეოქონდროზის სხვადასხვა გამოვლინებებთან, მათ შორის მალთაშორის თიაქრებთან.

ამ თვალსაზრისით გამოიყენება სახსრების ვარჯიშები, ხატხა- იოგას ასანები სტატიკურ და დინამიურ რეჟიმში, ასანები მოდუნებისთვის. ამ ვარჯიშების გაკეთების დროს მაგრდება პრესი, მცირე მენჯის ძირის კუნთები, ზურგის კუნთები,  მატულობს სახსრების მოძრაობის სიფართე, იზრდება გამძლეობა, კუნთები იწელება, მატულობს ელასტიურობა. დიდი მნიშვნელობა აქვს კუნთების მოდუნების და ბალანსირების უნარის განვითარებას.

სკოლის ასაკის ბავშვების ძირითადი პრობლემა არის სქოლიოზი. იოგა ქადაგებს „იმისათვის, რომ ორგანიზმი იყოს ჯანმრთელი, იგი უნდა იყოს მაქსიმალურად სიმეტრიული.

იოგა ავითარებს სწორ ტანდეგობას და გამოიყენება სქოლიოზის მკურნალობაში. იოგას ვარჯიშები ამაგრებს ხერხემლის დამჭერ კუნთებს და მატებს მათ ელასტიურობას.  ამის გარდა იოგა ზრდის წინააღმდეგობას სხვადასხვა დაავადებების მიმართ და  აჯანსაღებს ორგანიზმს. იოგა აგრეთვე ათავისუფლებს ბავშვთა ორგანიზმს ჭარბი ემოციებისა და ენერგიისაგან და ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ცელქი და ჰიპერაქტიული ბავშვებისათვის. უნდა ითქვას, რომ ბავშვები, რომელიც იოგას ვარჯიშობენ, უფრო დამჯერები არიან, უკეთ სწავლობენ და ნაკლებად იღლებიან.

მაშასადამე, იოგათერაპიის გამოყენებას დიდ მნიშვნელობა აქვს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის კომპლექსურ მკურნალობაში. ხალხური გამონათქვამია: „ჩვენ ახალგაზრდები ვართ, სანამ ჩვენი სახსრები ელასტიურია“.